გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე FoodexSaudi საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი

20-09-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე FoodexSaudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.


გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი  მოადგილე გიორგი ფანცულაია დაესწრო.


სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით,გამოფენაში ათი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას”, -განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ფანცულაიამ.


საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების:აგროქიზიყის, აქუა გეოს,Georgian Hazelnut corporation, აჩინებულის, კულას, აგროლაინის, აგრითაჩის, გეოფარმსის და არომაპროდაქთსის წარმოების  კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი,  შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.


FoodexSaudi საუდის არაბეთის სამეფოშიერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს, გამოფენა მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს, წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.