გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თამთა მეგრელიშვილი „ფორმულას” ჟურნალისტზე: ძმათა მიმართ „ნაციონალური მოძრაობის" მტრული განწყობა გაახმოვანა - დიდი ტვირთია როცა ქვეყანას ჰყავს პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში და სამოქალაქო სექტორში ასეთი ქვეყნის მოღალატეები

20-09-2024

მან ჩათვალა, რომ საგმირო საქმე გააკეთა, მაგრამ სინამდვილეში ძმათა მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მტრული განწყობა გაახმოვანა! - ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, “ფორმულას” ჟურნალისტის, ლუკა ტყებუჩავას განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რთულია, როცა ქვეყანას ასეთი ქვეყნის მოღალატეები ჰყავს, თუმცა საქართველო დაკარგულს მაინც დაიბრუნებს ომის გარეშე.


„აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან"! განაცხადა „ფორმულას“ ჟურნალისტმა და სხვა ჟურნალისტებს თავმომწონედ გადახედა. მან ჩათვალა, რომ საგმირო საქმე გააკეთა, მაგრამ სინამდვილეში ძმათა მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მტრული განწყობა გაახმოვანა! დიდი ტვირთია როცა ქვეყანას ჰყავს პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში და ზოგადად სამოქალაქო სექტორში ასეთი ქვეყნის მოღალატეები, მაგრამ ჩვენ მაინც დავიბრუნებთ დაკარგულს, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს ომის გარეშე, ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის გულში გაღვივებული სიყვარულით. მშვიდობა და განვითარება ნაომარ, მაგრამ სიყვარულით გასამთლიანებლად მზადმყოფ საქართველოს”, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.