გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

20-09-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ფარდულში ჰქონდა მოწყობილი.


მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, ცაცხვის სახეობის 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).


ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, დაწყებულია გამოძიება. 


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ თითოეულ შეტყობინებაზე.