20-09-2024
„ქართული ოცნების" დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში ნაციონალური მოძრაობის მიერ მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კოდუა შემთხვევის შემდეგ დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა და ინციდენტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის" დღესაც 2012 წელია, როცა ადამიანებს აშინებდნენ, ფიზიკურად ძალადობდნენ და აბულინგებდნენ, მაგრამ რეალურად გარეთ არის 2024 წელი, მათ არ გაუვათ ძველი მეთოდები. ყოველთვის მიიღებენ შესაბამის პასუხს! მოძალადე წითლიძე, სოდის და კუდის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და შეურაცხყოფები აყენა, დაიწყეს ფიზიკურად ადამიანების შეხება მაგრამ მთელი ჩასახლება ერთად დადგა და სისხლიანი რეჟიმი გააძევეს დასახლებიდან. პროვოკატორებს არ გამოუვათ პროვოკაციის მოწყობა, ჩვენ მოქალაქეების გვერდით ვდგავართ და სახელმწიფო დაიცავს თითოეულ მათგანს, განსხვავებით მათი რეჟიმისგან, როდესაც ადამიანებს სისტემა ქუჩაში ხვრეტდა. ეს არის მათი სახე - ეს არ არის ჩემი მოსაზრება ეს არის ფაქტი, რომლის გამოც კონკრეტული ადამიანები პასუხისგებაში მივეცით და სამეგრელოში თითოეულმა ოჯახმა იცის ამ ჯალათების ჩადენილი სისხლიანი საქმეები.
ის რაც წუხელ მოხდა არის ნაცმოძრაობის სახე. მათი ზონდერ ჯგუფების წევრებმა ჩვენს ძვირფას დევნილებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მაიყენეს. ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა, ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ აუცილებლად გასცემს ხალხი პასუხს. ისინი დაუპირისპირდნენ მწირეწლოვან შვილთან მყოფ დევნილ დედასაც, რომელსაც პატარა ბავშვთან ერთად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას. ქვეყნის მტრები 26 ოქტომბერს მიიღებენ პასუხს ყველა იმ ქმედებაზე რასაც სჩადიან" - განაცხადა დავით კოდუამ ბრიფინგზე.