გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი: ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად ეს იქნება მტკიცებულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა მართლაც უნდოდათ

21-09-2024

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ მართლაც გადაიდგა ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა რეალური იყო.


მისივე თქმით, დროა ვიფიქროთ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე და ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან ერთიან საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე.


„ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად ეს იქნება მტკიცებულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა მართლაც უნდოდათ. ისე, ჩვენში დარჩეს და ცოტა მაინც უნდა ესწავლათ ჭკუა, რომ ამ კაცის დაშანტაჟებას შედეგი არ მოაქვს, ხომ ცადეს და აქტივები გაუყინეს შვეიცარიულ ბანკში, პასუხად რა მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან, რომ სამშობლო და მშვიდობა არ იყიდება! ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც ძალიან დაეცნენ და დამდაბლდნენ, როდესაც რასაც აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება ეტყვის უპირობოდ ასრულებენ და სამარცხვინოდ გვემუქრებიან. ამიტომაც მტკიცე წერტილი უნდა დავუსვათ ჩვენს დაშანტაჟებას ევროკავშირსა და ნატოში ვითომდა გაწევრიანების სიყალბეს, სამაგალითოდ მოვუგოთ არჩევნები საქართველოს ავისმზრახველებს. დროა ვიფიქროთ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე და ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან ერთიან საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.