შაბათი, აპრილი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
პატრიარქი გორში მოკლული ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს

28-10-2018

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, გორში მოკლული მცირეწლოვანი ნანა ბერიაშვილის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ბატონ ხვიჩა და ქალბატონ გვანცა ბერიაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - დიდია თქვენი მწუხარება და განსაცდელი მომხდარის გამო.

ამ ფაქტმა შეძრა არამარტო გორი, არამედ მთელი ქვეყანა. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც რეალური ნაბიჯი უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად, ძალადობის ასალაგმად, მომავალი თაობის დასაცავად. 


მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გამოვხატო თქვენდამი თანაგრძნობა და, ამასთან გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, პატარა ნანა ღვთის საუფლოს მკვიდრი გახდადა იგი უფლის წინაშე თავისი ლოცვებით შეგეწევათ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც.


ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ნანას უკვდავი სული“, - წერია პატრიარქის სამძიმრის წერილში.


2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.


გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



imedinews.ge