გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოზარ სუბარი აფხაზებისა და ოსების მტრად შერაცხვაზე: ასეთი კამპანიით და სიძულვილის ენით ჩვენივე თანამოქალაქეების მიმართ, მართლა ძალიან ძნელი იქნება, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

23-09-2024

„ომი რომ დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველა ქართველს გასიგრძეგანებული აქვს, აგენტურის გარდა“ - განაცხადა მედიასთან საუბარში დეპუტატმა სოზარ სუბარმა.


მისივე თქმით, აფხაზებსა და ოსებს მტრად თუ შევრაცხავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება.


„ბოლო ორწელიწად-ნახევარში საქართველოს მიმართ ყველა განცხადება, ანგარიში, ქმედება და მოწოდება ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისგან [ეს ტერმინი უფრო სწორი იქნება, ამ კონტექსტში ვიდრე სხვა ტერმინი], მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო რამენაირად ჩაებას ომში და გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. შუა მართლა გაკრიფეს - ან ომში უნდა იყო, ან კაცობრიობის მტრად გაცხადებენ.


დღევანდელი დღე, 22 სექტემბერი არის დღე, როდესაც ბაბუშერაში ჩამოაგდეს ჩვენი თვითმფრინავი, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ახალგაზრდა, გმირი სამშობლოს დამცველი დაიღუპა. 58 მათგანი თბილისში, ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.


დღეს ვიყავი ძმათა სასაფლაოზე, სადაც ამ გმირების ოჯახის წევრებს შევხვდი. ერთ-ერთმა მათგანმა, ქალბატონმა ბელა ზალდასტანიშვილმა, ამ თვითმფრინავში 2 შვილი და 2 ძმა დაკარგა. ქართველებმა კარგად ვიცით რას ნიშნავს ომი. ომი რომ დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველა ქართველს გასიგრძეგანებული აქვს, აგენტურის გარდა. ხშირად გვეუბნებიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, თითქოს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის თემა მოგონილია.


არადა, რამდენი ასეთი განცხადება მოგვისმენია, სადაც ზოგიერთი ენჯეოშნიკ-ოპოზიციონერი აგენტი (მაგ. ნინო ლომჯარია) საქართველოს თავზე ცხელი ბომბების წვიმას ნატრობდა, სხვები კი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და ახლა ის დროა, იარაღით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობაო (კაპიტანი ეკა გიგაური). ბოლო დღეებში, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომ ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ძალა და ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ომისკენ მოწოდების და სიძულვილის რიტორიკა გაათმაგდა. მაგალითისთვის ერთ-ერთი ოპოზიციონერი აქტივისტის ციტატას წავიკითხავ: „რასაც დღეს აკეთებს უკრაინა და მისი არმია, ეს არის სასწაული და ეს არის შანსი, რომელიც შეიძლება საუკუნეების მანძილზე აღარ განმეორდეს. ამ დროს ჩვენ რომ არ გვყავდეს რუსული ხელისუფლება, ჩვენი არმია როკის გვირაბს უკვე კონტროლზე აიყვანდა, ხოლო ადლერს და სოჭს ბუფერულ ზონად გადააქცევდა“.


ამ ციტატის ავტორის გვარს და სახელს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს არის ის პროპაგანდა, რასაც ჩვენი ოპოზიცია მასობრივად ნერგავს ხალხში. ამ ყველაფრის პარალელურად კი დაიწყო კამპანია, რომ ოსები და აფხაზები, როგორც ხალხი, ეთნოსები ჩვენი მტრები არიან. ფორმულას ჟურნალისტმა მის მსგავს გამონათქვამზე ბოდიში კი მოიხადა, თუმცა ამას მოყვა ოპოზიციონერი ჟურნალისტებისა და მოსყიდული ენჯეოშნიკების კამპანია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და არ ებრძვის იქაურ რეჟიმებს, არ მოითხოვს, საქართველოს შევუერთდეთო, თურმე ყველა მტერია. ამ ლოგიკით, ასეთი კამპანიით და ასეთი სიძულვილის ენით მართლა ძალიან ძნელი იქნება, როდისმე აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.