გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

23-09-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი. განცხადებას გთავაზობთ უცველელად.


„გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას!


მოგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა.


წელს მე-12 კლასში შემუშავდა მხოლოდ დამხმარე რესურსები ყველა იმ საგანში, რომელიც მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაემატა აღნიშნულ კლასს - ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ქიმია, საქართველოს ისტორია.


დღეისათვის სკოლებში არსებობს ძველი გრიფირებული მსოფლიო ისტორიის წიგნი, რომელიც, მოიცავს საქართველოს ისტორიას. ამასთან, მასწავლებლების გზამკვლევად დამატებითი შეიქმნა რესურსი, რომელიც მუდმივად იქნება განახლებადი.


დამხმარე რესურსის პირველი ნაწილი დამუშავდა შესაბამისი კომპეტენციის ისტორიკოსების მიერ მხოლოდ პირველი სემესტრისთვის და მოიცავს მე-20 საუკუნის დასაწყისს - 1900-1921 წლებს. მასწავლებლებისთვის ჩატარდა შეხვედრები და მოხდა მათი დატრენინგება რესურსის გამოყენებაში. შესაბამისად, გამოთქმული ეჭვი, შიში, თუ ბრალდებები იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი 30 წლის პერიოდი არასწორად დაიწერება, ეს არის შეგნებული ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.


2024 წელს დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე დაიწყო ყველა საგნობრივი სტანდარტის გადამუშავება. მიუხედავად იმისა, თუ რომელი სახელმძღვანელოთი მიმდინარეობდა სწავლება სკოლებში, მე-12 კლასის ყველა საგნისთვის შეიქმნა მასწავლებლის დამხმარე გზამკვლევები. მათ შორის საქართველოს ისტორიაში.


ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა ყველა საგნის სახელმძღვანელოს განახლებაზე.

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოუწოდებს ზოგიერთ მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან” –აცხადებენ სამინისტროში.