გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება, ხელს არ აწერს, ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი

24-09-2024

„ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს.


მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ერთი კვირაა ხელს არ აწერს ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება და მის საქციელს უპასუხისმგებლობის მაგალითს უწოდებს.


„ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო. ამ დროს, ამნისტიის კანონს ერთი კვირაა ხელს არ აწერს. კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება. ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი!“ - წერს რატი იონათამიშვილი.