გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი პოეტ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

24-09-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.


როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გივი შაჰნაზარს მრავალი ათწლეულის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ლიტერატურის განვითარებაში​.


„ვწუხვარ გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბატონ გივის უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ლიტერატურის განვითარებაში, ჩვენს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამორჩეულია მისი როლი ქართველ და სომეხ ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. თანავუგრძნობ გივი შაჰნაზარის ოჯახს, ჩვენს საზოგადოებას", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.