28-10-2018
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მან ხმა ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცა.
„დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენს საბოლოოდ უარს ვიტყით, სიცრუეზე, ძალადობაზე უკულტურობაზე და მოვძებნით სწორ გზას, ევროპას და კულტურას. ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიისა, რომელიც ჩვენი ყველაზე სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ, ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც განვითარებული ევროპა გახლავთ.
რაც შეეხება მეორე ტურის ალბათობას, ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა ის მაინც არსებობს და თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კთხვის ნიშანი არ დაისმევა და სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს“-განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველო დღეს მის ისტორიაში რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.