გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში, ორსანტიის 97-ე უბანთან ვითარება დაიძაბა

28-10-2018

ზუგდიდში, ორსანტიის 97-ე უბანთან ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

კონფლიქტი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გამო დაიწყო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საარჩევნო უბნის შესასვლელთან პლაკატი არ უნდა იყოს გაკრული.


ასევე მათი მტკიცებით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს ქართული ოცნების კოორდინატორები ხმის მისაცემად არ უშვებენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციაა გამოძახებული.


არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.



imedinews.ge