გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული, ან თუნდაც შედეგიანი სვლა - უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს

25-09-2024

„ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის!“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებაზე საქართველოს დელეგაციისთვის მოსაწვევის გაუქმებას.


როგორც მდინარაძე აღნიშნავს მიწვევის გაუქმება გონივრული, ან შედეგიანი სვლა არ ჰგონია. მისივე თქმით, გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება, ამას უნდა შეეგუოს ყველა.


„ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული, ან თუნდაც შედეგიანი სვლა, სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში! გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა! ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.