გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

25-09-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.


IV საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონგრესში ცნობილი ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები მონაწილეობენ იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან. კონგრესის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ქართველოლოგიის განვითარებისა და უცხოეთში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს არის დარგი, რომელიც ჩვენი მოსავლელი და მოსაფრთხილებელია. ამ მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელია საერთო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. ჩვენ მზად ვართ, მეცნიერებათა აკადემიასთან და სხვა უნივერსიტეტებთან ერთად შევიმუშაოთ სტრატეგია ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, მსოფლიოს ბევრი უნივერსიტეტი ინტერესდება ქართველოლოგიური ცენტის გახსნით. ბევრ უნივერსიტეტში უკვე არის ასეთი ცენტრები, სადაც ასწავლიან ქართულ ენას, კულტურას, საქართველოს ისტორიას.


საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მიზანია ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის დაცვა და პოპულარიზაცია. ასევე, ქართველოლოგიის სფეროში მომუშავე უცხოელი და ქართველი მეცნიერების შეკრება და ამ მიმართულებით მიღწეული სიახლეების გაცნობა.


კონგრესი 2015 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.