გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლაგოდეხში "ოცნებას" მუქარაში ადანაშაულებენ

28-10-2018

კახეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. ლაგოდეხში მცხოვრები ორი ოჯახი აცხადებს, რომ მათთან ღამით მმართველი გუნდიდან კოორდინატორები მივიდნენ და უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შვილებს, რომლებიც ჯარში მსახურობენ, პრობლემები შეექმნებოდათ.


„გუშინ საღამოს მოვიდნენ "ქართული ოცნების" კოორდინატორები და მკითხეს, რომ შენი შვილი ხომ ჯარში არისო, კი მეთქი ვუთხარი. ხოდა ხვალო, რომ მიხვალთ არჩევნებზეო სალომე ზურაბიშვილის უნდა მიცეთ ხმაო. მე ვუთხარი რატომ უნდა მივცეთ სალომე ზურაბიშვილის ხმა, მიზეზი მითხარით მეთქი. ჩვენო გაგაფრთხილეთო, გითხარითო. ზემოდან დაგვირეკესო და გვითხრეს მოვსულიყავით და გვეთქვაო, რომ მერე პრობლემა არაფერი არ გქონდეთო,“-განაცხადა ნუნუ ჯორჯაძემ. 


rustavi2.ge