გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთში, სოფელ ბოხვაურში ამომრჩევლების ვინაობას არ ამოწმებენ

28-10-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხმა პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს. 


ერთ-ერთი ადგილობრივი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ  ბოხვაურის #60/23-ე უბანზე ხმა ისე მიაცემინეს, პირადობის მოწმობა არც შეუმოწმებიათ. 


"პირადობა ხელში მეჭირა, არც უთქვამთ მომაწოდეო, მხოლოდ ამომრჩევლის ბარათით გამატარეს და მიმაცემინეს ხმა, ვუთხარი კიდეც პირადობა ხელში მაქვს და არ გჭირდებათ-მეთქი? არა, არ მინდაო"-გვეუბნება ამომრჩეველი.


სოფელ ბოხვაურის საარჩევნო უბანზე, 60/23 ზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერი მიხეილ გოგოტიშვილი. მისი თქმით, უბნის წინ, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაყენებულია სამარშრუტო ტაქსი, ამომრჩევლები ჯერ აღნიშნულ მანქანასთან მიდიან და უბანზე ხმის მისაცემად ამის შემდეგ შედიან. მიხეილ გოგოტიშვილს ეჭვი ე. წ. სომხურ კარუსელზე აქვს.



guriismoambe.com