8-12-2017
9 დეკემბერს 11:00 -დან 17:00 საათის ჩათვლით, ზუგდიდში (კიტიას #7) მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ალერგოლოგიაში, სპირომეტრიაში, ტრავმატოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, ნევროლოგიაში, პედიატრიასა და დერმატოლოგიაში ჩაუტარდება. გამოკვლევები ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ლიგის ექიმები საქართველოს ყველა რეგიონს სტუმრობენ და მოსახლეობას უფასოდ კონსულტაციებსა და დიაგნოსტიკას უტარებენ.
წყარო: რადიო "ათინათი"