გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

26-09-2024

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ ლან ფუანს შეხვდა.


შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.


ლაშა ხუციშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარების მიმართულებით.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, რისთვისაც ხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.


აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრას 2024 წელს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.