გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამის განხორციელება ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა - „მეღვინეობა ბარაკონის“ დამფუძნებელი

26-09-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო. მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოში „მეღვინეობა ბარაკონი“ იმყოფებოდა.


ამ ეტაპზე, საწარმოს უკვე გადამუშავებული აქვს 100 ტონა ყურძენი და 100 ტონის გადამუშავებას კიდევ გეგმავს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.


საწარმოს დამფუძნებლის, კახა გორდეზიანის განცხადებით, წელს რაჭაში კარგი მოსავალია და ყურძნის ხარისხიც კარგია. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამის განხორციელება კი, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.


რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის, მოსავლის სრულად და დროულად დაბინავებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.


სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.


მინისტრთან ერთად საწარმოში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.