გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: თქვენ როგორც „მართმადიანი“ და როგორც ამ ქვეყნის არა შვილი ირჩევთ ომს, მაგრამ ასე არ გამოვა, აღსრულება არ უწერია თქვენს არც ერთ მზაკვრულ გეგმას

26-09-2024

„გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია "ქართულ ოცნებას, " ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ "კგბ" ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო...,“ - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-პოსტს „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებით.


ნიკოლეიშვილი პრეზიდენტს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მის მზაკვრულ გეგმას აღსრულება არ უწერია და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მინიმუმ საქართველოდან გაძევება ემუქრება.


„გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია "ქართულ ოცნებას, " ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ "კგბ" ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო... Excusez-moi Madame, თქვენ როგორც "მართმადიანი" და როგორც ამ ქვეყნის არა შვილი ირჩევთ ომს, მაგრამ არ გამოვა, ასევე არ გამოვა და აღსრულება არ უწერია თქვენს არც ერთ მზაკვრულ გეგმას, თქვენ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კი მინიმუმ აქედან გაძევება გემუქრებათ, ილოცეთ, თუ რაიმე სახის ლოცვა იცით, რომ თქვენი აგენტურული საქმიანობა საქართველოში მხოლოდ ამით დასრულდეს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.