გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა

27-09-2024

დღეს თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა. საქართველო პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა.


მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა". ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი, გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.


მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოვიდნენ მთელი მსოფლიოდან, მათ შორის მინისტრები სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის და ტრანსპორტის სექტორიდან. ღონისძიების ფარგლებში დღეს გაიმართება სამი სადისკუსიო პანელი: „ხიდების აგება ტურიზმის მეშვეობით", „ტურიზმი, როგორც მსოფლიო მშვიდობის გენერატორი" და „ინოვაციის კონტროლი, ტალანტების კულტივაცია მშვიდობისთვის".


„„ტურიზმი მშვიდობის დროს, ჰარმონია და პატივისცემა - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, ამ დარბაზში შეკრებილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. კულტურული გაცვლა, დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის. ყველამ ძალიან დიდი გზა განვლეთ საქართველოში ჩამოსასვლელად, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.


როგორც მსოფლიო ტურიზმის დღის მონაწილეები აღნიშნავენ, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის მასშტაბური ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტურიზმის ინდუსტრიის მიმართულებით გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლას, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.


მსოფლიო ტურიზმის დღის მიმდინარეობას თბილისიდან წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ.