გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ჩიხელიძე: რომ არა ცესკოს წევრების პრინციპულობა, ოპოზიცია 65 ათასამდე ემიგრანტს ხმის უფლებას ართმევდა

27-09-2024

„დღეს ცესკოს სხდომაზე უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა, ცესკოს კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნას მხარი არ დაუჭირეს, რომ არა ცესკოს წევრების პრინციპულობა, ოპოზიცია 65 ათასამდე ემიგრანტს ხმის უფლებას ართმევდა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ოპოზიცია სიტყვით ემიგრანტთა ხმებისთვის იბრძვის, საქმით კი ამტკიცებს, რომ არც არჩევნების ადმინისტრირება აინტერესებს და არც მოქალაქეების ხმის რეალიზების უფლება.


„დღეს ცესკომ უცხოეთში უბნების გახსნის შესახებ იმსჯელა. მნიშვნელოვანია, აღნიშნოს, რომ 2024 წელს 2020 წლის არჩევნებთან შედარებით უფრო მეტი საარჩევნო უბნები გაიხსნება, მათ შორის რამდენიმე ქვეყანაში და ქალაქში საარჩევნო უბანი პირველად იფუნქციონირებს, რაც ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია. დასაწყისში მსჯელობა აღვნიშნე, რაც ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, რადგან ცესკოს ოპოზიციურად განწყობილი წევრები, მსჯელობის ნაცვლად შეურაცხყოფაზე და უსაგნო დავაზე აკეთებდნენ აქცენტს. ოპოზიციის სტრატეგია მარტივია, ისინი შინაარსში არ შედიან.


ცესკო დასავლური სტანდარტით, კანონის ფარგლებში მოქმედებს, ოპოზიცია კი პოპულისტურ განცხადებებს იშველიებს, ისინი ჩვენი ემიგრანტებით მანიპულაციას ცდილობენ და შეგნებულად ავრცელებენ ცრუ ნარატივებს, რათა აღქმებით მანიპულირება შეძლოს. ცესკო სრულად იყენებს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას, რათა ყველა ამომრჩეველს ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ ქართველს, სურვილის შემთხვევაში, ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნება, მთავარია, არ იზარმაცონ და დროულად გაიარონ ხმის მიცემისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურები“, - წერს დავით ჩიხელიძე.