გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი მიზანი, რატომაც ვიღაცებს უნდათ, საქართველოს ხელისუფლებაში დააბრუნონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა", მეორე ფრონტის გახსნაა

27-09-2024

ერთადერთი მიზანი, რატომაც ვიღაცებს უნდათ, საქართველოს ხელისუფლებაში დააბრუნონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა", არის ის, რომ აქ უნდათ მეორე ფრონტის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში ერთ კვირაში გახსნიან მეორე ფრონტს.


„მე გარანტიას გაძლევთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, თეორიულად რომ დავუშვათ, ერთ კვირაში პიარულადაც არ შეფუთავენ ამას, გახსნიან მეორე ფრონტს ამ ქვეყანაში. საბედნიეროდ ამ სცენარს ხელოვნურად ვერ გავითამაშებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.