გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

27-09-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.


31 წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან. 27 სექტემბერი უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეა. მშვიდობიან, ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ. ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს გილოცავთ. ჯვრის ძალა და მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას! -აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.


პერფორმანსი მოეწყო მესამე საჯარო სკოლასა და კულტურის ცენტრში.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ომში დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.


ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.