გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რობერტ კენედი უმცროსი: დემოკრატები ახლა ომის პარტია არიან

27-09-2024

„დემოკრატები ახლა არიან ომის პარტია, ისინი რუსეთთან ომში ჩვენს ჩაბმას აპირებენ“, - ამის შესახებ რობერტ კენედი უმცროსმა, რომელმაც დემოკრატიული პარტია დატოვა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი, ფსიქოლოგიის პროფესორ ჯორდან პიტერსონთან საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ომის მხარდამჭერ პარტიად რესპუბლიკელები ითვლებოდნენ, ხოლო დემოკრატები - პირიქით, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა.


„ჩვენ (დემოკრატები) ვიყავით ის პარტია, რომელიც ომის წინააღმდეგი იყო, რესპუბლიკელები იყვნენ ომის მომხრე პარტია. ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელიც მხარს უჭერდა სამოქალაქო უფლებებს, მათ შორის კონსტიტუციურ უფლებებს და განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლებას, რომელიც შეერთებული შტატების კონსტიტუციის ყველა სხვა უფლების გამაძლიერებელია,” - განაცხადა კენედიმ.