გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

28-09-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით,ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას 400-მდე ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.


ღონისძიება მოიცავდა დეგუსტაციასა და მასტერკლასს, სადაცსტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელიკომპანიის სხვადასხვა დასახელებისღვინო, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და თანამედროვე განვითარებული ინდუსტრიის შესახებ. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვებს ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში.


ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას.მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.