გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: ცესკოს მისამართით ე.წ. პრეზიდენტის უსაგნო პრეტენზიები იმაზე უფრო იაფფასიანი გახდა, ვიდრე კოლექტიური ნინო ლომჯარიების; მთავარია, შესრულდეს ინსტრუქცია აგენტოკრატიიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ

28-09-2024

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე ცესკოს გამოხმაურებას აფასებს.


ანალიტიკოსის თქმით, არგუმენტირებული ახსნა ვერ ექნება ანტიკონსტიტუციური ზურაბიშვილის ანტურაჟს, რადგან გარედან დაავალეს.


“ანტისახელმწიფოებრივი გარე დაკვეთების შემსრულებლებს, მათ შორის ე.წ.პრეზიდენტს, “ქვესტი” აქვთ გამოცხადებული თუ ვინ უფრო მეტად, უარგუმენტოდ შეუტევს ცესკოს.


უსამშობლო სალომე ზურაბიშვილის ოფისი საარჩევნო ადმინისტრაციას ადანაშაულებს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას “კანონმდებლობის დარღვევაში”. არგუმენტირებული ახსნა ვერ ექნება ანტიკონსტიტუციური ზურაბიშვილის ანტურაჟს, რადგან გარედან დაავალეს

და იმიტომ!


ცნობისთვის, 26 სექტემბერს, კანონმდებლობასთან შესაბამისად, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა.


ცესკოს მისამართით ე.წ. პრეზიდენტის უსაგნო პრეტენზიები იმაზე უფრო იაფფასიანი გახდა, ვიდრე კოლექტიური ნინო ლომჯარიების. მთავარია შესრულდეს ინსტრუქცია აგენტოკრატიიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ.


რა ფუჭია დემოკრატიაზე მანქურთების შტურმი”, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.