გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბრიტანეთის ელჩი: დარწმუნებულები ვართ, არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის

28-10-2018

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, ჯასტინ მაკკენზი სმიტის განცხადებით, რომელიც მან გორში გააკეთა, ის და მისი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის.

 

შიდა ქართლში, საარჩევნო პროცესს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრინეთის, ჰოლანდიისა და ავსტრალიის დიპლომატები აკვირდებიან.

 

„დიდი ინტერესით ვაკვირდებით მე და ჩემი კოლეგები საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.