გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2024-2025 სასწავლო წლის „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ დაიწყო

29-09-2024

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა “ ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მესამე ნაკადის მსმენელებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.


2024-2025 სასწავლო წლის „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ 5-თვიანია და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის ძალების ოფიცრები, თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამას, ასევე გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის - „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ სტუდენტები.


სასწავლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტრატეგიული დონის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები, რომლებიც შეძლებენ სტრატეგიულ დონეზე კოორდინირებულ თანამშრომლობას, შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს შეფასებასა და კრიზისების მართვის პროცესში ეფექტიან მონაწილეობას.