გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ცუცქირიძე: გამოჩნდა, რომ ბოლო წლების კრიზისი ჰოლივუდში, არ იყო მხოლოდ მენეჯერული ან იდეური ხასიათის, ის რეალურად წარმოაჩენდა იმ ღირებულებათა გადაფასების მტკივნეულ პროცესს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და ქმნის კონფლიქტს გარეთ

29-09-2024

„თუ ერთის მხრივ, ლიბერალური საზომით, თავისუფალი სამყაროს ხიბლი არადემოკრატიულ სამყაროსთან შედარებით იმაშია, რომ იქ ამ ტიპის საზარელ დანაშაულებზე ციხეში სვამენ დამნაშავეებს, როგორი გავლენიანიც არ უნდა იყოს, მეორეს მხრივ, ამ სახის კრიმინალს სწორედ დღევანდელი ულტრალიბერალური მმართველობის სისტემა ასაზრდოებს და ხელს უწყობს“- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ჰოლივუდში მიმდინარე სკანდალურ მოვლენებს ეხმიანება.


როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ეს არის უდიდესი დარტყმა არა მხოლოდ შოუ ბიზნესზე, არამედ გარკვეულწილად ამერიკული ცხოვრების წესზე, რომლის ყველაზე ძლიერ პროპაგანდისტად ჰოლივუდი უნდა მივიჩნიოთ.


მისივე თქმით, ამ საზარელი ისტორიით, სადაც ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავიც ფიგურირებს, ფაქტობრივად, სრულდება ამერიკული ჰოლივუდის “კეთილი დასასრულის” ეპოქაც.


„ამერიკაში განვითარებული სკანდალი კიდევ ბევრ რამეს გამოაჩენს. აქ საქმე მხოლოდ მაილ ჯეჯსონის და სხვა რამდენიმე ცნობილი შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა სავარაუდო მკვლელობებს არ ეხება. ვინ მფარველობდა და წლების მანძილზე რატომ იყო დაფარული ეს კრიმინალური სინდიკატი, მაშინ როდესაც თუნდაც რეპერ puff daddy მიერ ორგანიზებულ დახურულ ღონისძიებებს არაერთი ცნობილი სახე წლობით ესწრებოდა.


თუ ერთის მხრივ, ლიბერალური საზომით, თავისუფალი სამყაროს ხიბლი არადემოკრატიულ სამყაროსთან შედარებით იმაშია, რომ იქ ამ ტიპის საზარელ დანაშაულებზე ციხეში სვამენ დამნაშავეებს, როგორი გავლენიანიც არ უნდა იყოს, მეორეს მხრივ, ამ სახის კრიმინალს სწორედ დღევანდელი ულტრალიბერალური მმართველობის სისტემა ასაზრდოებს და ხელს უწყობს.


ეს არის უდიდესი დარტყმა არა მხოლოდ შოუ ბიზნესზე, არამედ გარკვეულწილად ამერიკული ცხოვრების წესზე, რომლის ყველაზე ძლიერ პროპაგანდისტად ჰოლივუდი უნდა მივიჩნიოთ.


ამ საზარელი ისტორიით, სადაც ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავიც ფიგურირებს, ფაქტობრივად, სრულდება ამერიკული ჰოლივუდის “კეთილი დასასრულის” ეპოქაც.


გამოჩნდა ისიც, რომ ბოლო წლების კრიზისი ჰოლივუდში, არ იყო მხოლოდ მენეჯერული ან იდეური ხასიათის, ის რეალურად წარმოაჩენდა იმ ღირებულებათა გადაფასების მტკივნეულ პროცესს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და ქმნის კონფლიქტს გარეთ, ამ ღირებულებათა ხელოვნურად დამკვიდრების მიუღებლობიდან გამომდინარე!


სოდომიდან და გომორადან მოყოლებული ბევრი არაფერი შეცვლილა, მას შემდეგ, არაერთი იმპერია აღზევდა და დაეცა ცოდვების თუ ადამიანთა განდიდების გამო, დრომ ფორმები შეიცვალა მხოლოდ, აშშ-შიც ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო. როგორც ეკლესიასტე ბრძანებდა “ რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.