გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები და ახლა რას ფიქრობს ის იმავე საკითხზე?

29-09-2024

„ვინაიდან გახარიას პარტიის საარჩევნო სიასაც გავეცანი, „ფეისბუკის“ მეხსიერებამ მომცა კარგი შესაძლებლობა "გახარისტების" პოტენციალზე, მათ ადგილზე ქართულ პოლიტიკაში ცნობილი ექსპერტის ვახტანგ ძაბირაძის მიერ ზუსტად ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება გამეხსენებინა. გავყვეთ ამ ცნობილი სპეციალისტის შეფასებას წელს, საარჩევნო პერიოდში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.


მისი თქმით, საინტერესოა, რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები და ახლა რას ფიქრობს ის იმავე საკითხზე.


„საოქრომჭედლო "სამყაროში" განასხვავებენ ოქროს ექვს კლასიფიკაციას: 375 სინჯის (37,5%), 500 სინჯის (50%), 585 სინჯის (58,5%), 750 სინჯის (75%), 900 სინჯის (90%) და 999 სინჯის (99,9%). როდესაც პოლიტოლოგი გადადის საკუთარი აზრის გამოხატვის "ალეგორიულ" მანერაზე, ჩვენ - მის მკითხველს, გვიჩნდება დამატებითი შეკითხვების დასმის "ფანჯარა".


ზუსტად ერთი წლის წინ ბატონმა ძაბირაძემ ბრძანა: "გახარიას აქვს ოქროს მანდატები". საუბარი იყო გახარიას "ჩინურ ვერსია" ქემოკლიძეზე, "მარიანის ღრმულის" ცნობილ მკვლევარზე. საუბარი იყო ალეკო ხოჯევანიშვილზე და დეპუტატ ანა ბუჩუკერზე. ასე რომ, ავითარებდა თავის თეორიას ბატონი ძაბირაძე: "რასაც უკარნახებს გახარია, ან ის უნდა მიიღონ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ან მივდივართ რიგგარეშე არჩევნებზე - მე თუ მაქვს ოქროს მანდატები, შემიძლია მოვითხოვო პრემიერის პოსტიც, უნდა ვივაჭრო „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რომელიც დამითმობს პრემიერის პოსტს, იმასთან გავაკეთებ კოალიციას".


რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან ბატონ პოლიტოლოგისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს ჩემს მიერ ჩამოთვლილი წევრები? ან ჩვენს საზოგადოებას რაში შეატყო - ან დემენციური ამნეზიის, ან ოქროს თითბრისაგან გარჩევის უუნარობის ნიშნები? ან თავად გახარია - რომელ სინჯს განეკუთვნება? "ბაჯაღლოს"? შარშანვე ევროპელი პენსიონერების ფულით ჩატარებული კვლევებით მისთვის მიწერილი 10 პროცენტი რამდენად "საბაჯაღლოა"? საინტერესო იქნებოდა გავცნობოდეთ პატივცემული პოლიტოლოგის წლევანდელ პოზიციასაც, ან პირიქით - ინტერესმოკლებულ კატეგორიას მიგვეკუთვნებინა იგი“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.