კვირა, ივნისი 15, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ადიგენის მუნიციპალიტეტში სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენა მიმდინარეობს

30-09-2024

სამცხე-ჯავახეთში, სოფელ კეხოვანში, 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.


„ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სოფელ კეხოვანში, სატყეო გზების მოწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით ხორციელდება. სატყეო გზების მოწყობა არა მარტო საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობის ამარტივებს, არამედ, ეფექტიანად ხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენის და, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებები“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.


პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.