გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკა გვარამია: რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? მთავარია, ხალხი რას გრძნობს

30-09-2024

პარტია „ახალის“ დამფუძნებელმა და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან იგი სულ იტყუება.


გვარამიას განცხადებით, მთავარია, რას გრძნობს ხალხი, რადგან ხალხმა იცის, გაიმარჯვა თუ არა ხელისუფლებამ. ამის მაგალითად მოჰყავს 2003 წლის და 2012 წლის მოვლენები.


„რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? იმიტომ, რომ ცესკო სულ იტყუება. მთავარია, ხალხი რას გრძნობს. ხალხმა ყოველთვის კარგად იცის, არჩევნებში ხელისუფლება დამარცხდა თუ გაიმარჯვა. ყოველთვის იცოდა ეს, 2003 წელსაც, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვეს და იმიტომაც მოხდა, რაც მოხდა. ეს იცოდა 2012-შიც და იმიტომაც ვერ მოხდა, უფრო სწორად, არ მოხდა ის, რაც არ მოხდა - აღიარა სააკაშვილმა [„ქართული ოცნების“] გამარჯვება და იგივე მოხდება ახლაც“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.