გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება - პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

30-09-2024

პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში ახალი სახელმძღვანელო, სახელწოდებით „სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება“ გამოიცა.


„აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს სამართალმცოდნეობის შესავალს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებში საბაზისო მასალა და საწყისი კურსების სავალდებულო ცოდნის ნაწილია.


სახელმძღვანელო ერთადერთია, რომელშიც გაერთიანებულია ისეთი ზოგადი დისციპლინები როგორებიცაა სამართლის ფილოსოფია, სამართლის თეორია, სახელმწიფოს თეორია, კონსტიტუციური თეორია, რაც ერთობლიობაში გვაძლევს საუნივერსიტეტო სასწავლო დისციპლინის სრულყოფილ შინაარსს.


ინტერდისციპლინური მიდგომით, ღრმამეცნიერული ანალიზითა და და ბრწყინვალე გადმოცემის სტილით, ეს წიგნი ორიგინალურია ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში“, - აღნიშნულია სახელმძღვანელოს აღწერაში.