28-10-2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლისსამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმაქალბატონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მომხრექალბატონს.
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ბათუმში„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ კიკავა ურეკავს ზონდერჯგუფებს და მათ ფიზიკური ძალადობისადა პროვოკაციებისკენ მოუწოდებს.
„არსებობს შესაბამისი ვიდეომასალა. მოგვიანებით აღნიშნულმა პირმა ბათუმის 9-ე უბანზე ფიზიკურიშეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მომხრე ქალბატონს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 162-პრიმა მუხლით, რაც „კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიისგანთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიისღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდეთავისუფლების აღკვეთით.