გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: გვარამიამ ცესკოზე აგენტოკრატიის დესტრუქციული მითითება წაიკითხა და მასავით ძველი „მესიჯბოქსი“ ააჭრიალა

30-09-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აფასებს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ცესკო არჩევნების შედეგებზე, მთავარია, რას იგრძნობს ხალხი.


აბაშიძის თქმით, გვარამიამ აგენტოკრატიის მითითება წაიკითხა და არჩევნების შედეგების შესახებ არა ფაქტებზე, არამედ აღქმებზე გააკეთა აქცენტი. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გვარამიას „ლუზერობას“ ვერც „ფორმულას“ კვლევა გამოასწორებს და ვერც იმის მტკიცება, რომ ის „ნაცი“ არ არის.


„ნიკა გვარამიამ ცესკოზე აგენტოკრატიის დესტრუქციული მითითება წაიკითხა და მასავით ძველი "მესიჯბოქსი" ააჭრიალა - არჩევნების შედეგებზეც აღქმებზე კრიახობს და არა ფაქტებზე. თუმცა, საბჭოთა პროკურორ ვიშინსკის ეს ვერგანახლებადი ვერსია, ნიკა გვარამია რომ ლუზერია, ამას ვერც "კეზერვიზიის" ჩალის ფასიანი გამოკითხვა გამოასწორებს და ვერც იმის თვითმტკიცება რომ არაა ნაცქაჯი“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.