გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბუნდესტაგში მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ასაკრძალად ინიციატივას ამზადებენ

30-09-2024

გაზეთ Welt am Sonntag-ის ინფორმაციით, ბუნდესტაგის რამდენიმე ფრაქცია საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომლის მიზანია მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა.


გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივაზე მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები და ოპოზიციონერების დიდი ნაწილი მუშაობს და ის ბუნდესტაგს განსახილველად უახლოეს დროში გადაეცემა.


ამის შემდეგ ინიციატივა ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს. შუამდგომლობისთვის 37 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა Welt am Sonntag-ის ცნობით, ინიციატივაზე მომუშავე კანონმდებელთა რიცხვი 37-ზე გაცილებით მაღალია.


დოკუმენტში დეპუტატები „ალტერნატივას გერმანიისთვის“ გერმანიაში თავისუფალი დემოკრატიის ნგრევის სურვილში ადანაშაულებენ. ამასთან, აღნიშნულია, რომ პარტია არღვევს ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლს, რომელიც ადამიანის ღირსებას იცავს.


საკონსტიტუციო სასამართლომ ბუნდესტაგის მოთხოვნით უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეესაბამება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პროგრამა და საქმიანობა ქვეყნის ძირითად კანონს. თუ პარტიის ქმედებები არაკონსტიტუციურად ცნეს, შესაძლოა დაიწყოს პარტიის აკრძალვის პროცედურა. სასამართლოს ასევე შეუძლია პარტიას სახელმწიფო დაფინანსება გაუუქმოს.