გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ: „ვივამედელი პაციენტი“ ყველაზე კარგი ალეგორიაა იმის, წლევანდელ არჩევნებზე თუ რა შედეგი ელის მის სექტას - „დემენციას“ ამოფარება ცუდი ჩანაფიქრი იყო

30-09-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მალულად შემოსვლის სამი წლისთავზე არსებულ ვითარებას ეხმიანება სოციალურ ქსელში და იმ მოლოდინების გაცრუებაზე წერს, რაც მის ჩამოსვლას მოჰყვა.


როგორც ქართველიშვილი წერს, სააკაშვილის დაბრუნების საკითხს დრომ მარტივად გასცა პასუხი, როცა ყველა დარწმუნდა, რომ გამოგონილი დემენცია და ავადმყოფობა, მხოლოდ გამოგონილი მიზეზები იყო საიმისოდ, რომ ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობიდან თავი დაეხსნა.


„სააკაშვილის დაკავების მორიგი, მესამე წლისთავი ხვალაა და ემთხვევა მისთვის და ნაცებისთვის ასეთ უიღბლო, წმინდა ბიძინას ხსენების დღეს. ვერც კორპორაციულად, ვერც პიროვნულად ვერ ლახავენ სათავისოდ ამ „მისტიკურ“ დღეს, როცა ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთან ქართველები კიდევ ორი გმირის, წმინდა ქსნის ერისთავების - შალვას და ელიზბარის ხსოვნას აღნიშნავენ. დღეს კი იმ მესამე წლისთავის ხსენებაა, ბელადი უკრაინული არაჟნებით სავსე კონტეინერში რომ უკვე იყო კონტრაბანდულად მოთავსებული და შავი ზღვის ტალღებში მოცურავე ბორანზე მისგან უარყოფილ სამშობლოში ტრიუმფალური დაბრუნების გეგმებს რომ აწყობდა. შეიძლება ამ დროს რუისის სასაფლაოს ცნობილი ეპიტაფიები ახსენდებოდა და მშობლიურ უკრაინას ასე ემშვიდობებოდა: „ჩაინიკს ასტყდა ემალი, გემშვიდობებათ ჯემალი“... შეიძლება სულ ახალ შედევრებს ქმნიდა, მაგალითად ასეთს: „ადიდებულა დნეპრი და სულ წაუღია ქვიშა, აქ მოლოდინი ნაცებო, გემშვიდობებათ მიშა“. იმავე სამი წლის წინანდელ მოგონებებს განეკუთვნება ცნობილი „ცრუ-ვანგას“, რომან გოცირიძის ციტატა: „საკითხი მარტივად არის, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ“.


ამ „მარტივად“ დასმულ საკითხს დრომ მარტივი პასუხი გასცა - ქართველმა ხალხმაც და საერთაშორისო პარტნიორებმაც ცალსახა დამოკიდებულება გამოხატეს „მომაკვდავი“ ბელადის მიმართ. ამ სამ წელიწადში მათ რიცხვს სტრასბურგის სასამართლო, მსოფლიოში განთქმული და ადგილობრივი „ისე რა“ ექიმები, საკუთარი თანამებრძოლები და ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დაემატა. ანუ ისინი, ვისაც მიშა „ყელში“ ამოუვიდა და მათ ის უბრალოდ „დაიკიდეს“.


„ვივამედელი პაციენტი“ ყველაზე კარგი ალეგორიაა იმის, წლევანდელ არჩევნებზე თუ რა შედეგი ელის მის სექტას. „დემენციას“ ამოფარება ცუდი ჩანაფიქრი იყო. სიტყვამ მატერიალიზება იცის ხოლმე. დემენცია ხშირად „დავიწყებასთან“, თუ „სკლეროზთან“ ასოცირდება. ესეც ის გზაა, რასაც სექტა თავისთავად უკვე დაადგა. მაგრამ სიტყვასიტყვით ლათინურიდან დემენცია როგორც „სიგიჟე“, ისე ითარგმნება...“, - წერს დავით ქართველიშვილი.