გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სებ-ის განახლებული შეთავაზება 10x1000 Tech for Inclusion-ის პროგრამებში ჩართვის თაობაზე

30-09-2024

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კვლავ აძლევს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა 10x1000 Tech for Inclusion-ის მიერ შემოთავაზებულ მრავალფეროვან პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას, რომლის მსგავსი პროექტი განხორციელდა გასულ წელს.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Alipay-სა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საგანმანათლებლო პლატფორმის -10x1000 Tech for Inclusion მხარდაჭერით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის ნებისმიერ პროგრამაში (AI Miniseries, Digital Responsible Finance Miniseries, Fintech Expert Program Flex, Green Fintech Miniseries, Digital Financial Services Miniseries), რომლის მიზანი ფინტექ სფეროს განვითარებაა. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიურ სიახლეებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და დიჯიტალიზაციის საკითხებს.


საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე, რასაც ადასტურებს, ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიზნით გადადგმული არაერთი წარმატებული ნაბიჯი - Fintech In Georgia.


ამასთან, ფინანსურ ტექნოლოგიებში ცნობიერების ამაღლების მიზნით სებ მუდმივად მართავს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი სებ-სა და 10x1000 Tech for Inclusion პლატფორმას შორის, რათა გაიზარდოს ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამებში ფინტექის მიმართულებით.


10x1000 Tech for Inclusion პლატფორმის შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე.


პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში კი, მოგვწერეთ: innovationoffice@nbg.gov.ge