გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

15:00 საათის მონაცემებით არჩევნებზე 1 085 730 ამომრჩეველი მივიდა

28-10-2018


ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ  30.98%,(1 085 730 ამომრჩეველი) შეადგინა. ანა მიქელძის თქმით, შედარებისთვის, 2013  წლის პრეზიდენტის არჩევნებზე აქტივობამ 15:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 32.1%.

 

ანა მიქელაძემ პროცედურული ხარვეზების შესახებაც გააკეთა კომენტარი:

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის №94-ე საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები. კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი  ამავე უბნის ამომრჩეველი იყო და მან არჩევნებში მონაწილეობა თავად მიიღო. მათი ინფორმაციით ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია. ბოლნისის 4 საარჩევნო უბანზე, კერძოდ №27-ე, №34-ე, №35-ე და №36-ე  უბნებზე, სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში. მათ მიიღეს გაფრთხილება. 3 უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო №27-ე უბანზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ წარმომადგენელს დაატოვებინა უბანი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის №46-ე უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარემ ტელეფონი გაუტეხა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. კომისიის წევრს ჰქონდა მცდელობა, რომ გადაეღო არასაჯარო ინფორმაცია. მცირე გაუგებრობის შემდეგ ვითარება გაირკვა და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბის №28-ე საარჩევნო უბანზე დაიკარგა ბიულეტენები. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ და არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

მისივე თქმით, ამომრჩევლებს სურვილის შემთხვევაში საარჩევნო უბნის მისამართი შეუძლიათ  ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით გაიგონ, სადაც ისინი დამატებითი ინფორმაციის მიღებას ონლაინ შეძლებენ. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ამომრჩეველს  ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც შეუძლია, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი.