გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს

1-10-2024

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, დეპუტატი, "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომო სესია სტრასბურგში, 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. სესიაზე ეკა სეფაშვილმა ასამბლეას წარუდგინა საკუთარი ანგარიში -„ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება“, შესაბამის რეზოლუციასთან და რეკომენდაციასთან ერთად.


სესიაზე დამსწრე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შემუშავებულ რეზოლუციას და რეკომენდაციებს.