გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სარფში საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

8-12-2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში განთავსებული სამალავის გამოყენებით, ცდილობდა თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოეტანა საერთო ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 165 500 ლარს შეადგენს. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.