გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა: 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე რა პირობებშიც მოუწია მუშაობა მმართველ პარტიას, მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებულ, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ გუნდს თუ შეეძლო

1-10-2024

„2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე რა პირობებშიც მოუწია მუშაობა მმართველ პარტიას, მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებულ, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ გუნდს თუ შეეძლო. მათ ეს შეძლეს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დანის წვერზე გვატარეს და უწყვეტი მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით მოგვიყვანეს აქამდე,“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, ამიტომ ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, რადგან ახლა ხალხის ჯერია აქტიურობით და ერთად დგომით გადაარჩინონ სამშობლო გაქრობისგან და საბოლოოდ გააფორმონ ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა.


„2012 წლის 1 ოქტომბერი, ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ემოციური ბედნიერი დღე. მაშინ მეგონა რომ ეს იყო დასასრული ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ცხრაწლიანი ჯოჯოხეთის, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე რა პირობებშიც მოუწია მუშაობა მმართველ პარტიას, მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებულ, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ გუნდს თუ შეეძლო. მათ ეს შეძლეს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დანის წვერზე გვატარეს და უწყვეტი მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით მოგვიყვანეს აქამდე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი აქტიურობით და ერთად დგომით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო გაქრობისგან და საბოლოოდ გავაფორმოთ ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა. 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას ამიტომ ყველანი არჩევნებზე, მე მჯერა ჩემი ხალხის გონიერების“, - წერს ნინო ფოჩხუა.