გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს

1-10-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.


მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.


„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმავოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.