1-10-2024
„2011 წელს, ერისკაცმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება სასწორზე დადო, დაუპირისპირდა ბოროტებას, გააერთიანა საზოგადოება და ერთ წელიწადში, 1-ელ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებით გადაარჩინა საქართველო და ქართველი ხალხი“,- წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღესაც იბრძვის მის გუნდთან ერთად, საქართველოს გადასარჩენად და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ღირსეული ქართული მომავლის შექმნისათვის.
მან დღესაც, საფრთხის წინაშე დააყენა საკუთარი თავი და ოჯახი, რომ საქართველოში მშვიდობა შეინარჩუნოს.
„ქართული ოცნების ჯარისკაცებო, ნამდვილებო, გილოცავთ თავისუფლების დაბრუნების დღეს 12 წელი გავიდა, რაც ერისკაცის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში გავიმარჯვეთ და გადარჩა საქართველო! ტერორს, რომელსაც ნაც.რეჟიმი საკუთარ მოსახლეობას უწყობდა, წარსულს ჩაბარდა! ქუჩებში ახალგაზრდების დემონსტრაციული მკვლელობები, წამება, გაუპატიურებები ციხეებში და პოლიციის შენობებში, ნაც.ჯალათი ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივი სტანდარტი იყო! ყველასთვის ცნობილი იყო ნაცების სისხლიანი მმართველობა, მაგრამ ტოტალური შიშის დამთესთა წინააღმდეგ, მაშინდელი ოპოზიცია უძლური იყო, არ არსებობდა ლიდერი, რომელიც ხალხის გაერთიანებას მოახერხებდა! ოჯახის წევრები საკუთარ სახლში ყურთან ჩურჩულით საუბრობდნენ, მანიაკ სააკაშვილზე კრიტიკა მრავალწლიანი ციხით ან მკვლელობითაც ისჯებოდა! 2011 წელს, ერისკაცმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება სასწორზე დადო, დაუპირისპირდა ბოროტებას, გააერთიანა საზოგადოება და ერთ წელიწადში, 1-ელ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებით გადაარჩინა საქართველო და ქართველი ხალხი! დღესაც, ბატონი ბიძინა იბრძვის, მის გუნდთან ერთად, საქართველოს გადასარჩენად და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ღირსეული ქართული მომავლის შექმნისათვის! დღესაც, საფრთხის წინაშე დააყენა საკუთარი თავი და ოჯახი, რომ საქართველოში მშვიდობა შეინარჩუნოს! გუნდი რომელიც ერისკაცმა შექმნა, ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, კეთილდღეობაზე, ჩვენი წინაპრების პატივისცემაზე, მომავალი თაობების ზრუნვაზე, ეკლესიის და ქართული სულის გაძლიერებაზე! მიხარია და ვამაყობ, რომ ვარ ქართული ოცნების დიდი ოჯახის წევრი! ვიცი და მწამს რომ ერისკაცის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით საქართველო ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო გახდება! თუ 2012 წლის 1 ოქტომბერი იყო თავისუფლების დაბრუნების დღე, 26 ოქტომბერი იქნება საქართველოს დაცვის და მშვიდობის შენარჩუნების დღე!“- წერს დიმიტრი სამხარაძე.