1-10-2024
მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი, - წერს გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ივა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია უახლეს ისტორიაში, რადგან ამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა” გაისტუმრეს პოლიტიკურ სანაგვეზე. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით.
„მოგესალმებით, 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი არის უახლეს ისტორიაში, კერძოთ “ნაციონალური მოძრაობა” გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში. მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის, თქვენი ღვაწლი აუცილებლად დაფასდება ქვეყნის და ერის წინაშე. ჩვენ აუცილებლად გავხდებით მეგობრებო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით“, - წერს ივა ჩუბინიძე.