გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ჭანტურიძე: ვტოვებ პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“ და ვხდები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი

1-10-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან ჭანტურიძე, პარტიას "გახარია - საქართველოსთვის" ტოვებს და მუშაობას საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად განაგრძობს. ამის შესახებ ჭანტურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.


მისი განცხადებით, საკრებულოში მისი დამოუკიდებლობა უფრო ეფექტიანი იქნება რაიონის კეთილდღეობისთვის.


„მოგესალმებით! როგორ იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია გახარია-საქართველოსთვის.

მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია საქართველოსთვის და ვხდები დამოუკიდებელი საკრებულოს წევრი.


მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა 2021 წლის არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ ვრჩები თქვენს სამსახურში!


ვფიქრობ, ჩემი დამოუკიდებლობა საკრებულოში უფრო ეფექტური იქნება რაიონის კეთილდღეობისათვის!
ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას, ღირსებითა და ტრადიციებით ევროპულ მომავალს!“, - წერს ლევან ჭანტურიძე.