გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

1-10-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.


როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნავს, საქართველოს და იაპონიას ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ. ირაკლი კობახიძე იაპონიას სხვადასხვა სექტორში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.


„იაპონიის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს შიგერუ იშიბას წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო აფასებს იაპონიასთან არსებულ შესანიშნავ პარტნიორობას. მადლობელი ვართ სხვადასხვა სექტორში იაპონიის მხარდაჭერისთვის. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობა", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.