გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

უზბეკეთის ტურიზმის მინისტრი: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში

2-10-2024

საქართველოში გამართული მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი უზბეკეთის ტურიზმის, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრი აზიზ აბდუხაკიმოვი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს.


„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შევიკრიბეთ ულამაზეს ქალაქ თბილისში. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მასპინძლობისთვის. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ლოჯისტიკას, უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა მთავარი პუნქტი იყო ტურიზმი და მშვიდობა. ვიმსჯელეთ ჩვენს სამომავლო კავშირზე, ვიზის ახალ სტანდარტზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი. საქართველო გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით, მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობითა და სამზარეულოთი, თუ ჩვენ ამ ყველა კომპონენტს გავაერთიანებთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში“,-განაცხადა აზიზ აბდუხაკიმოვმა.


გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართა. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.