გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რეალურად რა ფასის გადახდას ითხოვენ ჩვენგან ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის

3-10-2024

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ შექმნის დღიდან ემსახურება საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რა წინაპირობებს უყენებენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის. ესენია: ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა და შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელისა და ვაშინგტონის სასარგებლოდ; ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობა და მისი გამაგრება საკანონმდებლო დონეზე; მიგრანტების უკონტროლო მიღება, რაც პირდაპირ ქმნის ერების იდენტობის გაქრობის საფრთხეს, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.


განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება, რომლის გლობალური მიზნებისთვის ლგბტ-იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ რეაგირებს ევროკავშირი ყველაზე მძაფრად საქართველოს მიერ აღნიშნული დირექტივის მიუღებლობაზე, ამიტომ ხდება საქართველო უსამართლო და არაობიექტური დამოკიდებულების ადრესატი.


„საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ შექმნის დღიდან ემსახურება საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რა წინაპირობებს უყენებენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის. ესენია: ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა და შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელისა და ვაშინგტონის სასარგებლოდ; ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობა და მისი გამაგრება საკანონმდებლო დონეზე; მიგრანტების უკონტროლო მიღება, რაც პირდაპირ ქმნის ერების იდენტობის გაქრობის საფრთხეს. ამჯერად, მათგან ერთ-ერთზე − ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელსაც თავად აშშ-ის მმართველი ძალების მიერ სრულად კონტროლირებადი ევრობიუროკრატია, მთავარ პირობად აყენებს.


27 სექტემბერს ბერლინში გამართულ ქვიარ-კონფერენციაზე, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს. მსგავსი შინაარსის შეფასება ევროპის ქვეყნების ლიდერების თუ ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირებისგან პირველი არ არის. საზოგადოებამ იხილა აგრესიულ ტონში გაკეთებული არადიპლომატიური განცხადებები. ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერი, პიტერ სტანო დაგვემუქრა და მანვე გაგვაფრთხილა კიდეც, რომ (ციტატა): „ევროკავშირმა მოინელა ბევრი ტრადიცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ახასიათებდა. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ამიტომ თქვენც უნდა დაემორჩილოთ კლუბის სტანდარტებსა და პრინციპებს“. პიტერ სტანომ იქვე განმარტა, რას გულისხმობს მის მიერ აღნიშნული სტანდარტები და პრინციპები: თუ ჩვენ გვსურს ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურება, უარი უნდა ვთქვათ ტრადიციულ ღირებულებებზე, აგრესიული პროპაგანდისგან ჩვენი შვილების დაცვაზე, ოჯახის პატივისცემაზე, და უნდა გავაუქმოთ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მხოლოდ პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებს და არანაირად არ ეხება ადამიანის უფლებებს, რომელი უმცირესობის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის.


ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ორკესტრირებულად, ერთ ხმაში ლაპარაკობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, მისი სპიკერი პიტერ სტანო, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება, რომლის გლობალური მიზნებისთვის ლგბტ-იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.


სწორედ ამიტომ რეაგირებს ევროკავშირი ყველაზე მძაფრად საქართველოს მიერ აღნიშნული დირექტივის მიუღებლობაზე. ამიტომ ხდება საქართველო უსამართლო და არაობიექტური დამოკიდებულების ადრესატი. ამიტომ ხორციელდება შეტევა ჩვენს ქვეყანაზე და ამიტომ ისმის მუქარები სადამსჯელო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სიმართლე და სრული ტყუილია ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასა თუ საქართველოს მიერ დასავლური ტრაექტორიის ცვლილებაზე.


ევროპული ტრაექტორიიდან სწორედაც რომ ევროკავშირის დღევანდელმა ბიუროკრატიამ გადაუხვია, რამაც წევრი სახელმწიფოები მძიმე კრიზისებამდე მიიყვანა. გაერთიანება, რომელიც სრულად ექვემდებარება აშშ-ის დღევანდელ რეალურ მმართველ ძალებს და სადაც ფასეულობები უკანა პლანზეა გადაწეული, ერთდროულად განიცდის ეკონომიკურ, დემოკრატიულ და ღირებულებით კრიზისს. ამ ყველაფრის შედეგია, ევროპაში მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა, რომლებიც აკრიტიკებენ ბრიუსელის პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით და ითხოვენ მეტ სუვერენიტეტს საკუთარი ქვეყნებისათვის, რათა თავი დაიცვან უკონტროლო მიგრაციისგან, ლგბტ-იდეოლოგიის დიქტატისგან, ომისა და ეკონომიკური კრიზისისგან.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რეალურად რა ფასის გადახდას ითხოვენ ჩვენგან ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის. სიტყვა „მოჩვენებითს“ შეგნებულად ვუსვამთ ხაზს, რადგან კარგად ვხედავთ, რომ არავინ აპირებს საქართველოს ბლოკში მიღებას, განსაკუთრებით ჩვენი სუვერენიტეტით, ტრადიციული ღირებულებებითა და ქრისტიანული მორალით,“- აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.